"ლელოს" ლიდერები უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრს ოლჰა სტეფანიშინას შეხვდნენ

"ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრს, ოლჰა სტეფანიშინას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს საზოგადოების მტკიცე სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ერისადმი.

„ვიცე პრემიერთან საუბრისას, განხილული იქნა კიევში "ლელოს" ვიზიტის დროს ინიციირებული მჭიდრო თანამშრომლობა პოლიტიკური, ჰუმანიტარული და რეკონსტრუქციის მიმართულებებით. მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების და დემოკრატიის გამოწვევები რეგიონში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია