წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი არაოფიციალური ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი თურქულ გამოცემა Anadolu-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დათვლილი ხმების 35.81%-დან ერდოღანს 58% აქვს, მაშინ, როცა მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს ხმების 42%. წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტიურობამ 84.57% შეადგინა.

ოფიციალური შედეგები თურქეთის არჩევნების უმაღლესი საბჭოს მიერ მოგვიანებით იქნება გამოქვეყნებული.

თურქეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა. შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის