რუსეთის შსს-მ ამერიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გრეჰემი გასულ კვირას კიევს ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადების გამო, მოსკოვმა ამერიკელი სენატორი რუსების მკვლელობის შექებაში დაადანაშაულა.

მედიის ინფორმაციით, ლინდსი გრეჰემმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი აშშ-ის სამხედრო დახმარება „საუკეთესო ფული იყო“ რაც კი ოდესმე დაუხარჯავთ. ამერიკელმა სენატორმა ხაზი გაუსვა, რომ იყო დრო, როდესაც ამერიკაშიც იგივე ხდებოდა.

„ბოლო ადამიანამდე ვიბრძოდით, თავისუფლება ან სიკვდილი“,- აღნიშნა გრეჰემმა. "ახლა თავისუფალი ხართ და ჩვენც ვიქნებით", - უპასუხა ზელენსკიმ ამერიკელ სენატორს. „და რუსები კვდებიან”, - აღნიშნა გრეჰემმა. „დიახ, მაგრამ ისინი შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ მათ ტერიტორიაზე არ ვიბრძვით“, - დაამატა ზელენსკიმ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა საქართველოში ყოფნისას