კანადის აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია ახალ შოტლანდიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. საფრთხის გამო პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
სტიქიის ზონაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
მედიის ცნობით, ხანძარმა 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი უკვე გაანადგურა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება.