ანონსი 30 მაისი

30 მაისს, 09:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი, სახელწოდებით - „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“ გაიხსნება.
მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი N1, სასტუმრო „რედისონი“
საკონტაქტო: 595 22 71 71
30 მაისს, 10:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წევრები: „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ - ნინო წულაძე, „ლელო საქართველოსთვის“ - ვატო სურგულაძე და „საქართველოსთვის“ - სალომე კობალაძე მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.
მის: თავისუფლების N2 (თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თამარ მეფის დარბაზი)
საკონტაქტო: 598 002 110
30 მაისს, 11:00 საათზე, საკრებულოს წევრები საბა ბუაძე და ანა გოგოლაძე ორთაჭალაში, პროკურატურასთან ბრიფინგს გამართავენ.
თემა: თბილისელების ქონების „კორუფციის გზით გაფლანგვა“.
30 მაისს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი ბრიფინგს გამართავს.
თემა: „რატომ ვერ უზრუნველყო ბათუმის მერიამ, ბათუმელებისა და ტურისტებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტი”.
საკონტაქტო: რეზო ხარაზი - 577 414 401
მის: ბათუმი, გიორგი ბრწყინვალესა და მელიქიშვილის კვეთაზე.
30 მაისს, 11:00 საათზე, დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ.
მის: არაყიშვილის N3.
30 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, გიგა გიგაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
30 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ავტოსადგურების რეფორმა - რა ცვლილებებია დაგეგმილი და რა გავლენა ექნება სამგზავრო გადაყვანებზე. საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
30 მაისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
30 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
30 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, (Master Room) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი „ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის“ პრეზენტაციას გამართავს.
30 მაისს, 14:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება.
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96
30 მაისს, 14:00 საათზე, ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრისა და „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ორგანიზებით, ფოთში გაიმართება პირველი დასაქმების ფორუმი.
მის: წმინდა გიორგის ქ. #24 (ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის დარბაზი)
30 მაისს, 14:00 საათზე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
30 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროპის უნივერსიტეტის წიგნის „სწავლა-სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ვარდების მოედანი 1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“
საკონტაქტო: ლაურა პაპასქუა - 595 80 15 87
30 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)
30 მაისს, 16:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.
თემა: სისხლის სამართლის საქმეზე „მკვლელი კარანტინის გაუქმების საქმეზე“ გამოცხადდება გადაწყვეტილება.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64 - თბილისის საქალაქო სასამართლო.
საკონტაქტო: გიორგი მუმლაძე - 579 021 728
30 მაისს, 17:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში (კახეთის გზატკეცილი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები
მის: კახეთის გზატკეცილი #45
საკ: ანუკა გაბელია 551 633 644
30 მაისს, 19:00 საათზე, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022“-ის რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სფეროს საერთაშორისო ექსპერტები კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიებს დააჯილდოვებენ.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.29 (სასტუმრო „ბილტმორი“, Grand Ball Room)
საკონტაქტო პირი: სალომე თოფურიძე 599326555

























