უკრაინის უმაღლესმა რადამ 8 მაისის ნაციზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადებას მხარი დაუჭირა. ამასთან, უკრაინის პარლამენტმა 8 მაისი ოფიციალურ უქმე დღედ გამოაცხადა.
"დღეიდან 8 მაისი არის ოფიციალურად უქმე დღე და 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე", - განაცხადა უმაღლესი რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა.
მისივე თქმით, კანონპროექტს მხარი 317-მა დეპუტატმა დაუჭირა.