ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბებსა და ნატოს ძალებს შორის შეტაკება მოხდა

ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბებსა და ნატოს ძალებს შორის შეტაკება მოხდა. მედიის ცნობით, ნატოს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიამ (KFOR) სერბი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რათა ახალარჩეული ალბანელი მერებისთვის სამ მუნიციპალურ შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ.

სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, დემონსტრანტებმა მერიის წინ, პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, ძალოვნებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

მომიტინგეებმა პოლიციის მისამართი ქვები და ჯოხები ისროლეს.

რეგიონში ისმოდა სროლის ხმაც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე მსგავსი პროტესტია.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის