უკრაინამ 79 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 79 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 79 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადასვენება რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისიის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

რეინტეგრაციის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის დამცველების ცხედრებს დასაკრძალავად ოჯახებს გადასცემენ.