პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - თქვენი გაგებით, რას ეფუძნება საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია - პუტინის კუდის ქიცინს, ლაქიობას, თუ ევროპას და ნატო-ს? - მოიქეცით ევროპულად, რად უნდა ამას ბევრი ფილოსოფია!

მინდა, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა მიპასუხოს, თქვენი გაგებით, რას ეფუძნება საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, პუტინის კუდის ქიცინს, ლაქიობას, თუ ევროპას და ნატო-ს? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლება რუსეთზე დამოკიდებულებას ყოველდღიურად ზრდის იმ იმედით, რომ „ქართველი პურის სანაცვლოდ თავისუფლებას დათმობს“.

ირაკლი კობახიძემ დისკუსია წამოიწყო საკითხზე, რომელიც არ დაწყებულა ამ დარბაზში და არც საქართველოში. ეს ისტორიული დისკუსიაა. უფრო შორსაც, თუ წავალთ ვნახავთ, რომ ბიბლიაში, როდესაც მოსემ ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა იქაც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც რამდენჯერმე აუჯანყდნენ მოსეს და აარონს და ეუბნებოდნენ, რომ იქ საჭმელი მაინც გვქონდა და უკან, მონობაში დაგვაბრუნეთო. თავისუფლების, პურის და კუჭის ასეთი ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობს. რას გვეუბნებიან? დუგინის დოქტრინა! დუგინი არ არის შემთხვევითი ადამიანი, იცით, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის ნარიშკინის მრჩეველია საერთაშორისო საკითხებში და პირდაპირ თქვა, ფაქტია, რომ საქართველო არის ოკუპირებული, ამას ვერ შევცვლით, მაგრამ ქართველებს უნდა დავაჯეროთ, რომ თქვენი ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარი გარანტი, წყარო არის რუსეთი და რა უნდა ვქნათ? რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება უნდა გავზარდოთ. აი, ეს არის! მე არ მომიგონია, ცნობილი გამოთქმაა, რომ ეკონომიკური თავისუფლების გარეშე არ არსებობს პოლიტიკური დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ესეც ხომ ვიცით? ყაზახეთი, სომხეთი, ტაჯიკეთიც კი, რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული არ იყოს, დივერსიფიცირება მოახდინოს, რომ მტერს, ოკუპანტს, აგრესორზე მასზე ზემოქმედების დიდი ბერკეტი არ ჰქონდეს. თქვენ რას აკეთებთ? რუსეთზე დამოკიდებულებას ყოველდღიურად ზრდით იმ იმედით, რომ ქართველი პურის სანაცვლოდ დათმობს თავისუფლებას. ამის მოლოდინი გაქვთ? ამ დისკუსიაში უნდა შემოგყვეთ? გვეუბნებით, რომ პური შემოგვაქვს რუსეთიდან, 2012 წლამდე არ შემოგვქონდა პურის რუსეთიდან და არ ვიყავით? ვერ ვცხოვრობდით? საწვავი არ შემოგვქონდა რუსეთიდან და არ იყო საქართველო? არ არსებობდა? აქ, ირაკლი ქადაგიშვილმა 26 მაისი ახსენა, რატომ იყენებთ საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ იმ არგუმენტს, რასაც კომუნისტები იყენებდნენ, რომ რუსეთის გარეშე საქართველო დამოუკიდებლად 3 დღესაც ვერ გაძლებდა, რატომ იყენებთ ამ არგუმენტებს, ეს არის თქვენი პატრიოტიზმი? სამარცხვინო ადამიანი, რომან ბოკერია 26 მაისს პუტინთან რომ მივიდა და თქვა, საქართველოს ბიზნეს ელჩი ვარო, რომელიმემ გააპროტესტეთ და თქვით, რომ თვითმარქვიაა? მეტიც, პუტინმა შეშლილები რომ ეძახა თავისუფლებისმოყვარე ქართველებს, რომელიმემ გააპროტესტეთ? ქართველებს, ვინც თავისუფლებას იცავდა გიჟები რომ ეძახეს, რომელიმემ ხმა ამოიღეთ? არა? - აბა, რა პატრიოტიზმზე ლაპარაკობთ, თქვენი გაგებით, პატრიოტიზმი, რა არის? მაშინაც, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს თავისუფლების გამო გიჟებს ეძახდნენ, ფსიქიატრიული ლაბორატორია იყო და იქ მიჰყავდათ, ასეთი საქართველო გინდათ თქვენ?“- განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე, მისი განმარტებით, ევროპის 27 ქვეყნის ელჩებმა, მათ შორის, უნგრეთის ელჩმა საქართველოს მთავრობას უთხრა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა არ არის ევროპული საქციელი.

„გინდათ ევროპა? - მოიქეცით ევროპულად, რად უნდა ამას ბევრი ფილოსოფია! არაბეთის ემირატების მაგალითი მოგყავთ, არაბეთში დაფრინავსო, რომელ ევროპულ ქვეყანაში დაფრინავს რუსული თვითმფრინავი? მაინტერესებს, რა არჩევანს უკეთებთ საქართველოს - აქეთ არის რუსული ჭაობი, რომელშიც თურმე უვიზოდ წავალთ და იქეთ არის ევროპა და ევროპული კომფორტი. ორ კითხვას დავუსვამ ირაკლი კობახიძეს და აუცილებლად მინდა, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა მიპასუხოს, თქვენი გაგებით, რას ეფუძნება საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, პუტინის კუდის ქიცინს, ლაქიობას, თუ ევროპას და ნატო-ს? მშვიდობაზე რომ საუბრობთ, რომელ მშვიდობას სთავაზობს უკრაინას, უკრაინულს თუ რუსულ მშვიდობას?!“- განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის ამ გამოსვლას სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ უკმაყოფილება მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა