ვლადიმერ პუტინი - კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთისა და მისი მოქალაქეების დაშინების გზა - ეს ტერორისტული საქმიანობის აშკარა ნიშანია

მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმა ტერორისტული აქტია. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ეს ომი ჩვენ არ გაგვიჩაღებია 2014 წელს - კიევის რეჟიმმა გააჩაღა დონბასში. და ჩვენ არ ვიყენებთ ამ საშუალებებს, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მოსკოვში მშვიდობიან ობიექტებზე თავდასხმა“ , – განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსული არმია ახორციელებს ზუსტ დარტყმებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მათ შორის „უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბზე, რომელზეც ორი-სამი დღის წინ დარტყმა განხორციელდა“.

„მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთის დაშინების, რუსეთის მოქალაქეების დაშინების და საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმის მცდელობის გზა. ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული საქმიანობის აშკარა ნიშანია“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

პუტინის თქმით, უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ტოტალური ომია გაჩაღებული.

„ვნახოთ, რა ვუყოთ ამას. მაგრამ უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ახლა სიტყვის უფლება არ აქვთ, რადგან უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტოტალური ტერორია გაჩაღებული, მაინც უნდა იცოდნენ, რისკენ უბიძგებს ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობას ნორმალური და დამაკმაყოფილებელი უწოდა.

მისი თქმით, მთლიანობაში, გასაგებია, რა არის საჭირო „დედაქალაქის საჰაერო თავდაცვის შეკუმშვისთვის“ და ამას ხელისუფლება გააკეთებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა