ანონსი 31 მაისი

31 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

31 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო რუმსში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დისკუსიას თემაზე: „შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში: კარგი პრაქტიკა, გამოცდილება და გამოწვევები“ გამართავს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: მ. კოსტავას #14 (სასტუმრო „რუმსი“ (Event Room)

31 მაისს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

მის: ნოე რამიშვილის ქუჩა N38

31 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

31 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 8 მარტის აქციაზე დაკავებული, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის და ბორჯომის საკრებულოს დეპუტატის, კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

31 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2023 წლის აპრილი

მის: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

31 მაისს, 11:00 საათზე, „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

თემა: პურის ფქვილზე საბაჟო მოსაკრებელი წესდება - რა შეთანხმება შედგა და იქონიებს თუ არა გავლენას არსებული ცვლილება პურის ფასზე.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

31 მაისს, 11:30 საათზე, „მეხორბლეთა ასოციაციის“ წევრი, წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: რა პირობებით და როდის იწყებს წისქვილკომბინატები მიშაობას; რა ვალდებულება დააკისრა მათ მთავრობამ ადგილობრივი ხორბლის გასაღების კუთხით.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

31 მაისს, 11:55 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

31 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში