შალვა პაპუაშვილი - შეგიძლიათ აიღოთ ადამიანების სია, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების, ვინც პრემიერის განცხადებაზე დეზინფორმაციული კამპანია აწია და გვერდზე მიუწეროთ, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ევროკავშირსა და ნატო-ში წინსვლას

პირდაპირ შეგიძლიათ აიღოთ ადამიანების სია - როგორც ქართველების, ასევე უცხოელების - ვინც ეს დეზინფორმაციული კამპანია აწია და გვერდზე მიუწეროთ, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვინც ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წინსვლას ეწინააღმდეგებიან, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმ ადამიანების კრიტიკას, რომელთაც ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებზე უარყოფითი პოზიცია გამოხატეს.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ის რაც გუშინ ვიხილეთ, კარგი მაგალითია, თუ როგორც ხდება საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით სიყალბის გავრცელება.

„მანიპულაცია, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, არის სასკოლო მაგალითი თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული მესიჯების ჩამოყალიბება და გავრცელება შიდა თუ გარე წყაროებით, შიდა თუ გარე ლობისტებით, ფასიანი თუ უფასო დახმარებით საქართველოს დისკრედიტაციის საკითხში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა