გერმანიაში, სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს.
პროკურორების განცხადებით, აღნიშნული პირების დაკავება ტერორიზმის დაფინანსების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.
მედია ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სამართალდამცველებმა19 რეიდი ჩაატარეს ბადენ-ვიურტემბერგში, ბრემენში, ჰამბურგში, ჰესენში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიასა და რაინლანდ-პფალცი, ისევე როგორც ნიდერლანდებში არსებულ ერთ-ერთ საკუთრებაში.
სასამართლოს წინაშე, შვიდივე ბრალდებული დღეს და ხვალ წარდგება.