გიორგი მუმლაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი მუმლაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მუმლაძემ განუცხადა, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სასამართლოს, ბრძოლას რუსული რეჟიმის დასრულებამდე გააგრძელებენ.

„2021 წლის 14 აპრილს დაგვაკავეს "ქართული ოცნების" ოფისთან. ვაპროტესტებდით "მკვლელ კარანტინს", რომელიც დაწესებული იყო გალში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. გალიდან გადმოსვლის შემთხვევაში 5 დღე უწევდათ კარანტინში ყოფნა და ამ კარანტინისთვის რომ თავი აერიდებინათ ენგურის მდინარეს კვეთდნენ და ერთ-ერთი ასეთი გადმოკვეთისას გვალიების 4 სულიანი ოჯახი დაიხრჩო წყალში.

"ქართული ოცნების" ოფისთან დაგვაკავეს 6 აქტივისტი, მათ შორის, 5 ადმინისტრაციული წესით, ხოლო მე სისხლის სამართლის წესით. კერძოდ, მედავებოდნენ პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება