ხალხის რეაქციამ პრეზიდენტის შერბილებული ტონი უზრუნველყო - ოღონდ ქალბატონ სალომეს უნდა ავუხსნათ, რომ როცა პარლამენტში ან სახელმწიფო ღონისძიებაზე გამოდის ეს ყველაფერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის - 2023 წელია და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, უცხოელმა პარტნიორებმა საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ , - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს, რომელიც პრეზიდენტის მიერ ევროპარლამენტის ტრუბინიდან საქართველოს მთავრობისადმი მიმართვას ეხებოდა, მდინარაძემ იმ არგუმენტით არ უპასუხა, რომ “დეტალებში შესვლა პროვოკაციულ ფონს გააღრმავებს“.
“აქ სხვანაირი ლაპარაკი, ხოლო იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა - არა აქვს მნიშვნელობა საქართველოს პარლამენტში გამოვა თუ სხვა ღონისძიებაზე. ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. ამიტომ უნდა ვთხოვოთ, რაკი შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, საქართველოშიც შეუძლია იგივე გააკეთოს.
ქართველ ხალხზე აქცენტირებას აკეთებდა, რაც გარკვეული მესიჯბოქსის ნაწილია, მაგრამ არა უშავს, მთავარია ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.