ირაკლი კობახიძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კობახიძემ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხარდაჭერით ხელმოწერილ შეთანხმებაზე და მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე ისაუბრა.

„საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ირაკლი კობახიძემ, ასევე იმსჯელა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება