პაატა მანჯგალაძე - რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს სტრატეგიული მოთმენა კი არა სტრატეგიული დათმობა და ღალატი ჰქვია

იმას რასაც „ქართლი ოცნების“ ლიდერები აკეთებენ სტრატეგიული მოთმენა კი არა, სტრატეგიული დათმობა და ღალატი ჰქვია, - ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ღარიბაშვილის, კობახიძისა და მდინარაძის მავნებლურ ლოგიკას თუ გავყვებით“, მსხვერპლი ახდენს მოძალადის პროვოცირებას იმით, რომ მოძალადისგან თავის დაცვას პოლიციელით ცდილობს.

„რუსეთისთვის ნატო ზუსტად ისეთივე გამაღიზიანებელი ფაქტორია, როგორც პოლიციელი ყველა მოძალადისთვის და ამ შემთხვევაში ღარიბაშვილის, კობახიძისა და მდინარაძის მავნებლურ ლოგიკას თუ გავყვებით, მსხვერპლი ახდენს მოძალადის პროვოცირებას იმით, რომ მოძალადისგან თავის დაცვას პოლიციელით ცდილობს.

არ გრცხვენიათ? რას ამბობთ, 1993 წელს იმიტომ შევიდნენ რუსები სოხუმში, რომ ნატოში მიდიოდა საქართველო? კარგი, ვთქვათ და სახელმწიფოებრივ წარმონაქმნზე ბრაზდება რუსეთი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია რატომ გააუქმეს, ტაძრები რატომ გადაღებეს თეთრად? ქართულ ენას რატო აუქმებდნენ? იმიტომ მიდიოდა გამალებული რუსიფიკაცია, რომ მომავალში ნატოში არ შევსულიყავით?

თქვენი ამოცანა პუტინის გულის მოგება და არგაღიზიანებაა, თუ საქართველოს ინტერესების გატარება? პუტინი გაღიზიანებულია საბჭოთა კავშირის დაშლაზე და გეოპოლიტიკურ კატასტროფას ეძახის ამას. საერთოდ არ აღიარებს საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკების ტერიტორიაზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენულ უფლებას და კვლავაც რუსეთის ექსკლუზიურ გავლენის სფეროდ მიაჩნია. არ მოსწონს ერთიანი საქართველოს იდეა და მის ადგილზე სამ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს ხედავს. ზოგადად აღიზიანებს ქართველი, საქართველოს თავისუფლება და რა ვქნათ? დავნებდეთ და ბაბაია ვეძახოთ? ეს არის თქვენი ქოცური პატრიოტიზმი? იმას რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები აკეთებენ სტრატეგიული მოთმენა კი არა სტრატეგიული დათმობა და ღალატი ჰქვია!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს