ხარტუმის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ უბანში, მაიოში ბაზრის დაბომბვის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 106 დაშავდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სუდანის ექიმების პროფკავშირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ექვსი სატანკო ჭურვი ალ-შაჯარადან გაისროლეს, რომელსაც არმია აკონტროლებს. მაიო ღარიბი რაიონია და ძირითადად დასახლებულია ადამიანებით, რომლებსაც სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ხარტუმის დატოვების საშუალება არ აქვთ.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად, ხარტუმის თითქმის 90%-ს „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ აკონტროლებს.
ცნობისთვის, 15 აპრილიდან, სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ხარტუმში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.