ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციისთვის თითქმის 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციისთვის თითქმის 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ კორუფციასა და ფულის გათეთრებაში მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს, ფერნანდო კოლორ დე მელოს 8 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ გასულ კვირას 73 წლის ექსპრეზიდენტი მისი სენატორობის პერიოდში სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-ის შვილობილი კომპანიისგან 20 მილიონი რეალის (4 მილიონი აშშ დოლარი) ქრთამის აღების გამო დამნაშავედ ცნო.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ კოლორმა ქრთამი სამშენებლო კომპანიისთვის ხელშეკრულებების უკანონოდ გაფორმების სანაცვლოდ აიღო.

კოლორს არ გაუკეთებია კომენტარი განაჩენის გამოტანის შესახებ, მაგრამ მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს ჩანაწერი, სადაც ნათქვამია, რომ მას „არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული“ და გამოთქვა რწმენა, რომ ის საბოლოოდ გაამართლებდა.

კოლორი ბრაზილიის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი 1989 წელს გახდა და ქვეყანას 1992 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის კორუფციაში არაერთხელ დაადანაშაულეს და თანამდებობიდან იმპიჩმენტის თავიდან ასაცილებლად გადადგა. კოლორი პოლიტიკაში დარჩა და 2007 წლიდან 2023 წლის თებერვლამდე ალაგოასის შტატის სენატორად მსახურობდა.