კახა კალაძე - 2008 წელს ტერიტორიები „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის გამო დავკარგეთ - მათ უთხრეს, რომ უნდა იყვნენ აღშფოთებულები და გაბრაზებულები, მაგრამ თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს პარტიაა

2008 წელს ტერიტორიები „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის გამო დავკარგეთ - „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, თუ რამდენია რუსეთთან სახელმწიფო საზღვარი და რატომ ითვლის საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო საზღვარს ისე, როგორც რუსეთი, კალაძე პასუხობს, რომ თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს "ნაციონალური მოძრაობაა".

როგორც კალაძე აღნიშნავს, ყველაზე მთავარი, რაც "ქართული ოცნების" წევრებს ამოძრავებთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება აფხაზ და ოს ძმებთან თანაცხოვრება.

"თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე, ეს არის ის თქვენი პოლიტიკური პარტიები, რომელზეც ახლა მესაუბრებოდით და რომლებიც ვითომ აღშფოთებულები არიან. მათ უთხრეს, რომ უნდა იყვნენ აღშფოთებულები და გაბრაზებულები. რეალურად, მათ არ აქვთ უფლება, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, ვისი უგუნური პოლიტიკის გამო, ჩვენ დავკარგეთ 2008 წელს ტერიტორიები, სოფლები, დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი ჩვენი მოქალაქე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ეს გამოწვეული იყო მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ერთ რამეს გარწმუნებთ, "ქართული ოცნება" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა," - განაცხადა კალაძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს