რუსული აგრესიის უკან დახევაში უკრაინის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს წევრების არაჩვეულებრივი სოლიდარობაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ოსლოში განაცხადა, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.
„ჩვენ პირველივე დღიდან ვთქვით, რას გავაკეთებდით უკრაინის მხარდაჭერის, რუსეთზე ზეწოლის და ჩვენი ალიანსის გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, ოსლოში დაგეგმილ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის მხარდაჭერასა და ნატო-ს შემდგომ გაძლიერებაზე.