გასაგებია, რა ჯიშის პატრიოტებიც ხართ და ვისაც ემსახურებით, ამიტომ ბიჭებო, გამოდით და ღიად აღიარეთ, რომ რუსები ხართ - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, სადაც კალაძემ 2008 წლის ომში მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნების” ლიდერების ქმედებები რუსული საქმის კეთების ტოლფასია და ამას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყველა ხვდება.
„ქართული ოცნების“ ლიდერებს ყოველ დღე რაღაც მარათონი, ერთგვარი დოღი აქვთ გამოცხადებული ანტიდასავლური, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების შეჯიბრში. ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს სამართლიანობა და დასავლეთი არცერთი წამით არ დაუშვებს ბოროტების გამარჯვებას”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 2008 წელს ტერიტორიები „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის გამო დავკარგეთ. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა.