ირაკლი ღარიბაშვილი  - მთელი ბინძური კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად, ჩამოირეცხა - სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილი - მტყუანი

სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი გადაიხადა, როგორც ამერიკულ კომპანიებს გადაუხადეს ასევე ევროპულს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი დაეზიანებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილის არის მტყუანი.

„მე ამას ვეტყოდი ყველა კრიტიკოსს, მათ შორის, იმ დაქირავებულ ლობისტებს, რომელთაც ძალიან დიდი რაოდენობით თანხა აქვთ აღებული სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და შემდეგაც, ახლა, ჩვენ კარგად ვიცით, მათ შორის, ბოლო პერიოდში, ვიტყოდი, რომ მილიონები დახარჯეს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანების კამპანიაში. სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი გადაიხადა, როგორც ამერიკულ კომპანიებს გადაუხადეს ასევე ევროპულს, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი დაეზიანებინათ.

მე ამის ახსნა დამჭირდა ძალიან ბევრჯერ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ სააკაშვილს თურმე არ ვაწამებთ, არ მოვწამლეთ და ა.შ. ამ ყველა ბრალდებასა და ცილისწამებაზე ძალიან მარტივი და ამავდროულად, ძალიან ძლიერი პასუხი გაეცა სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგად. მთელი ეს ბინძური კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად, ჩამოირეცხა ამ ერთი ძალიან სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებით. სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილი არის მტყუანი. ყველა ის ბინძური ცილისწამება, რომელიც მომდინარეობდა ნიაღვრის სახით მთელს მსოფლიოში, თქვენ კარგად იცით, რომ მთელს მსოფლიოს მოსდეს ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს მოვწამლეთ, მოვკალით, ვაწამეთ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ხდება.

რატომ მოვუარე შორიდან და რატომ გიპასუხეთ ასე. როგორც უარგუმენტო და უსაფუძვლო იყო მთელი ეს კრიტიკა და ბრალდებები, ასეთივე უსაფუძვლო არის მათი განცხადებები ნატო-სთან დაკავშირებით, ჩვენი თითქოს სურვილის შესახებ, რომ ჩვენ აღარ გვინდა არც ნატო, არც ევროკავშირი. ამ დროს, ყველაზე მეტი და ერთადერთი ძალა, ვინც გააკეთა მაქსიმუმი და რეალური შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს, ვართ ჩვენ. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა და ნატო-ს სამხედრო ერთობლივი ბაზა, რომელიც მე გავხსენი ბატონ სტოლტენბერგთან ერთად. ეს არის შედეგები, მეგობრებო. ჩვენ შედეგებით უნდა გავაკეთოთ დასკვნები და არა იმ ყალბ ნარატივზე, რომელზეც ყოველთვის ჩვენი ოპონენტები აპელირებენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს