გუბერნატორი - ბელგოროდში აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ბელგოროდში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

„წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატი გზის სავალ ნაწილზე ჩამოვარდა. ორი დაშავდა" , - წერს ის.

გუბერნატორის თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანამ ერთი მამაკაცი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორეს კი მცირე სისხლჩაქცევები ჰქონდა, მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა. გარდა ამისა, დაზიანდა ავტომობილი.

ბელგოროდის მერმა ვალენტინ დემიდოვმა დააზუსტა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი შჩორსას ქუჩაზე, როსნეფტის ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს აფეთქდა. მისი თქმით, ეს იყო მაშინ, როდესაც მოწყობილობა არ იყო მიწიდან ძალიან მაღლა.

დემიდოვმა დასძინა, რომ წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის ადგილზე ფეთქებადსაშიში მოწყობილობები არ აღმოჩენილა. ახლა ხორციელდება ახლომდებარე სახლების დათვალიერება და მათი შემოწმება.

მანამდე არსებული ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დღევანდელი დაბომბვისას, სამი ადმინისტრაციული შენობა და 16 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

07.07.2025 / 08:38

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს