2 ივნისს, 11:00 საათზე, ტუბერკულოზის ეროვნული ცენტში USAID და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ინფექციური ნარჩენების მართვისთვის საჭირო მოწყობილობებს და მარაგებს გადასცემენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თამარ გაბუნია, იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, დავიდ ჰოფმანი, ამერიკის განვითარების სააგენტოს კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
მის: მარუაშვილის ქ.#50
2 ივნისს, 11:00 საათზე, ხელვაჩაურში ცენტრალურ მაგისტრალზე, ხელვაჩაურის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთის რეაბილიტაცია.
მის: ხელვაჩაური (მახოს ხიდი)
საკონტაქტო: მიშა ბოლქვაძე - 577 032 105
2 ივნისს, 11:00 საათზე, აფხაზეთის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: აფხაზეთში ვითარება რადიკალურად იცვლება, საპროტესტო გამოსვლები, უკმაყოფილება, რას სთავაზობს რუსეთი აფხაზეთს და რა შეუძლია ქართულ მხარეს.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: 599726565
2 ივნისს, 13:30 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
2 ივნისს, 16:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა გაიხსნება. გამოფენა 4 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
გამოფენაზე ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შემდგარი ჟიური ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოებს.
2 ივნისს, 16.00 საათზე, ზაჰესში წინასწარი მოთავსების იზოლატორში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და იურისტი ლაშა ტყეშელაძე, გუშინ საღამოს დაკავებულ ბექა გრიგორიადის მოინახულებს და იურიდიულ დახმარებას შესთავაზებს.
საკონტაქტო: ლაშა ტყეშელაძე - 557559559