შარლ მიშელი - საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია, მაგრამ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს - ქართველმა ხალხმა იცის, რომ შეუძლია ჩემი და ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, რათა განახორციელოს საჭირო რეფორმები, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე განაცხადა.

მის სიტყვებს ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, რათა განახორციელოს საჭირო რეფორმები. ქართველმა ხალხმა, ვფიქრობ, იცის, რომ შეუძლია ჩემი პირადი მხარდაჭერის, ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეები შესაძლებლობის ფანჯარა იქნება, ნათელი არჩევანის გასაკეთებლად - არა ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად, არამედ ნათელი არჩევანი იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოს მომავალი ფუნდამენტურ ევროპულ ფასეულობებს დაეყრდნობა: მშვიდობას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას”, - განაცხადა მიშელმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის