ვოლოდიმირ ზელენსკი დნესტრისპირეთში რუს სამხედროებზე - სიცოცხლე თუ უნდათ, წავლენ - უკრაინა შესაძლოა მოლდოვას ეხმარებოდეს, მხოლოდ, მაშინ თუ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობისგან მოთხოვნა იქნება, მოთხოვნა არ ყოფილა

სიცოცხლე თუ უნდათ, წავლენ, - ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნესტრისპირეთში მყოფ რუს სამხედროებზე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დნესტრისპირეთზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებული 5+2 ფორმატი “ცოცხალი არ არის”, ხოლო ქვეყანამ გამარჯვებულის პოზიციიდან უნდა ისაუბროს.

“რატომ უნდა ვისაუბროთ პროექტზე, რომელიც ცოცხალი არ არის? გამარჯვებულის პოზიციიდან უნდა ვისაუბროთ, ქვეყნისა, რომელმაც საკუთარი ტერიტორია ბრძოლით დაიბრუნა. მოლდოვის ერთიანობაზე მოლდოვასთან ერთიანი პოზიცია გვაქვს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარებაში შესაძლოა, რუმინეთი და სხვა პარტნიორები ჩაერთონ, ხოლო უკრაინა “ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს”, რადგან დნესტრისპირეთთან საერთო საზღვარი აქვს. დნესტრისპირეთში მყოფ რუს სამხედროებზე კითხვაზე პასუხისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “სიცოცხლე თუ უნდათ - წავლენ”.

“უკრაინა შესაძლოა მოლდოვას ეხმარებოდეს, მხოლოდ მაშინ თუ მოლდოვის უმაღლესი ხელმძღვანელობისგან მოთხოვნა იქნება. მაშინ უკრაინას აუცილებლად ექნება რეაქცია”, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ მოლდოვის ხელისუფლებისგან “ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა”.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
23-25 სექტემბერს საქართველოში ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო