მედია - უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის ტერიტორიაზე, კიევსა და რამდენიმე ოლქში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უკრაინელებს მოუწოდა, განგაში არ უგულებელყონ და სიფრთხილე გამოიჩინონ.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკომ განცხადებით დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

"საჰაერო თავდაცვა მუშაობს. უპილოტო საფრენი აპარატების კიდევ ერთი ტალღა უახლოვდება კიევს", - დასძინა მან.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო