მატეუშ მორავეცკი - რამდენიმე ქვეყანამ უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემის პირობა დადო

რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას დამატებითი რაოდენობის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან, - პოლონური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ მოლდოვის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, პოლონეთს არ აქვს საკმარისი რაოდენობის Patriot-ის სისტემები, ამიტომ მათ უკრაინას ვერ გადასცემს. ამავდროულად, მორავიეცკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრისას აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც Patriot-ის სისტემები აქვთ, უკრაინას რაც შეიძლება მალე გაუზიარონ ის.

„შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეხვედრა იყო ძალიან, ძალიან კონსტრუქციული, პოზიტიური“, - განაცხადა მორავეცკიმ და დასძინა, რომ რამდენიმე პრემიერ-მინისტრმა ამ სისტემების უკრაინისთვის მიწოდების პირობა დადო.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო