კურსკის გუბერნატორი - ოლქის თავზე უკრაინული დრონები ჩამოაგდეს

კურსკის გუბერნატორი - ოლქის თავზე უკრაინული დრონები ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის კურსკის ოლქის თავზე რამდენიმე უკრაინული დრონი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი იუწყება.

„ვთხოვთ კურსკის მცხოვრებლებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, ქალაქი ჩვენი სამხედროების საიმედო დაცვის ქვეშაა“, - აღნიშნა სტაროვოიტმა დღეს დილით.

კურსკი მდებარეობს ბელგოროდის ოლქის ჩრდილოეთით, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ათობით დარტყმა განხორციელდა.