მარიამ ქვრივიშვილი - „ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაგვიჭირა მხარი, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეს ვუმასპინძლოთ

მსურს ჩემს ქვეყანას ეს დიდი გამარჯვება და აღიარება მივულოცო - საქართველომ, 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვებით მორიგ წარმატებას მიაღწია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახავთ უფრო მეტად გაძლიერებულ ტურიზმის ინდუსტრიას, ასევე ავიაციის ინდუსტრიას და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებულ ეკონომიკას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში მონაწილეობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 68-ე სხდომის მუშაობაში მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომისიის წევრმა 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქართული მხარის ინიციატივას 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარების შესახებ.

„მსოფლიო ტურიზმის დღე 30 წელზე მეტია ყოველწლიურად, სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. ეს არის ძალიან მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, კომისიის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიაში, მის ცნობადობასა და პოტენციალს.გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაული ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია