ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი - უკრაინელებმა ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაბომბეს, რის შედეგადაც მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შებეკინსკის რაიონის სოფელ მასლოვა-პრისტანის საავტომობილო გზის მონაკვეთი დაბომბეს. ჭურვის ფრაგმენტები გამვლელ ავტომობილებს მოხვდა. ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ორი ქალი ადგილზე დაიღუპა. მეორე ავტომობილში კი ორი ადამიანი დაშავდა“, - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე.

მისი თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ხუთშაბათს, ორმა ანტიპუტინისტურმა ჯგუფმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისგან არის დაკომპლექტებული, განაცხადა, რომ კვლავ იბრძოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, რაც მოსკოვის თავდაცვის სამინისტრომ უარყო. უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ჯგუფები დამოუკიდებლად მოქმედებენ.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
23-25 სექტემბერს საქართველოში ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო