ანონსი 3 ივნისი

3 ივნისს, 09:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდება პედიატრიული ქირურგიის საერთაშორისო კონფერენცია - „International Conference of Pediatric Surgery“.
ღონისძიებას დაესწრება ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი.
მის: 26 მაისის მოედანი N1, სასტუმრო ,,Holiday Inn“
საკონტაქტო: თინათინ კუტუბიძე - 599 50 72 89
3 ივნისს, 14:00 საათზე, კლინიკა „ვივამედთან“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას გამართავენ.
თემა: „თავისუფლება მიშას“.
მის: კლინიკა "ვივამედი", აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ, ნაკვეთი 14/470
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
3 ივნისს, 15:00 საათზე, მწერალთა სახლში მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.
გახსნის ცერემონიალს 16 სხვადასხვა ქვეყნის 22 ავტორი, ქართველი მწერლები და პოეტები, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ივ. მაჩაბლის #13

























