ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას “მომავლის არმიის” მოწყობაში დაეხმარება

აშშ უკრაინას “მომავლის არმიის” მოწყობაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ არმიას ექნება “თანამედროვე სამხედრო-საჰაერო ძალები, ინტეგრირებული ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო დაცვა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანმანქანები, საბრძოლო მასალის წარმოების ეროვნული პოტენციალი, და ასევე წვრთნა ძალებისა და საშუალებების ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად”.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის სამშვიდობო ინიციატივებს წაახალისებს. ამავდროულად კი, ვაშინგტონი სამხედრო თვალსაზრისით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, ვინაიდან კიევის შესაძლებლობა აგრესია შეაკავოს და თავი დაიცვას - წინაპირობაა ეფექტიანი დიპლომატიისთვის.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
23-25 სექტემბერს საქართველოში ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო