კრემლმა ცნობად მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სიტყვები, რომ ერევანი არ არის რუსეთის ფედერაციის მოკავშირე უკრაინის კონფლიქტში. ამის შესახებ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ არის გარკვეული ნიუანსები სომხეთის მიდგომებში უკრაინის ირგვლივ კონფლიქტთან დაკავშირებით, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ, ვიცნობთ მათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენი მოკავშირული ურთიერთობის განვითარებას სომხეთთან“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, CNN Prima News-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის კონფლიქტში. თუმცა, მისი თქმით, დასავლეთს განსხვავებული აზრი აქვს.