სომხეთის პრემიერი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შაბათს ანკარაში გაემგზავრება და მონაწილეობას მიღებს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაში. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„სომხეთის რესპუბლიკამ მიიღო მოწვევა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ცერემონიაზე დასასწრებად ანკარაში 3 ივნისს გაემგზავრება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























