ალან გაგლოევი მოსკოვში შეხვედრებს მართავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რაშიდ ნურგალიევმა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი მიიღო.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერის პრესსამსახურის ცნობით, ნურგალიევმა და გაგლოევმა "სამხრეთ ოსეთის" „უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების საკითხები“, „საზღვრის მდგომარეობა“ და „არაერთი საკითხი განიხილეს, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფასთან.

პრესსამსახურის ცნობით, „ყურადღება გამახვილდა ხელფასების გაზრდისა და პროკურორებისთვის საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების საკითხებსაც“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში გაგლოევი შეხვედრებს გამართავს „რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებთან". დაგეგმილია, კერძოდ, ნიჟნი ზარამაგის საგუშაგოს რეკონსტრუქციის განხილვა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი