ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანია დაშავებული

ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანია დაშავებული

ინდოეთის შტატ ოდიშაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად როგორც მინიმუმ 100 ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

შტატის მთავარი მდივნის ინფორმაციით, ინციდენტის ადგილისკენ დაახლოებით 50 სასწრაფო მანქანა გაიგზავნა.

შტატის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაშავებულებს შორის შესაძლოა გარდაცვლილებიც იყვნენ.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ “ტვიტერზე” დაწერა, რომ წუხს ამ ინციდენტით და მისი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან არის.