დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ უკრაინა 2023 წლიდან ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლს განაახლებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ნატოს ზოგიერთი სხვა ოფიციალური პირის პირადი აზრებისგან განსხვავებით, უოლესმა თქვა, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, უკრაინამ წარმატებით დაიბრუნოს ყირიმის ნახევარკუნძული წელს, რომლის ანექსია პუტინმა 2014 წელს განახორციელა“, - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა „უფრო ოპტიმისტური შეხედულება გამოხატა ბრძოლის ველზე უკრაინის ამჟამინდელი ძალისხმევის შესახებ, ვიდრე ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმა“. ამ უკანასკნელთ მიაჩნიათ, რომ წარმატებები უფრო მოკრძალებული იქნება.