ჯონ კირბი - კონტრშეტევისთვის უკრაინის მოთხოვნილებები დავაკმაყოფილეთ, როდის დაიწყებენ, მათზეა დამოკიდებული - ბევრი რამ გავაკეთეთ და მზად ვართ, ბევრი ვაკეთოთ

დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინა კონტრშეტევისთვის მოემზადებინა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, როდის დაიწყებს უკრაინა კონტრშეტევას, მასზეა დამოკიდებული.

“ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ამ მომენტისთვის კონტრშეტევისთვის უკრაინის მოთხოვნილებები დავაკმაყოფილეთ. როდის დაიწყებენ მას - მათზეა დამოკიდებული, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ შესაძლებელი ყველაფერი გავაკეთეთ, და როდესაც ვამბობ “ჩვენ”, ვგულისხმობ არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებსაც”, - განაცხადა კირბიმ.

მან აღნიშნა, რომ არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არამედ ჯავშანტექნიკას, არტილერიას, საბრძოლო მასალასა და სამხედრო წვრთნებსაც გულისხმობს, რომლებიც წინსვლის პარალელურად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო დასჭირდებათ.

“საბრძოლო ქმედებები დინამიური რაღაცაა, და დარწმუნებულები უნდა იყონ, რომ ჩვენ ასევე დინამიურად მზად ვართ მომავალშიც დავეხმაროთ. ასე რომ, ბევრი რამ გავაკეთეთ და მომავალი დღეებისა და თვეების განმავლობაში მზად ვართ ბევრი რამ ვაკეთოთ”, - განაცხადა კირბიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა