ესტონეთის პრემიერი - ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა მის ეროვნულ უსაფრთხოებას - რუსეთი იქცევა როგორც ბოლო კოლონიური ძალა, რომელიც ცდილობს, იმპერიის გაფართოებას

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთის იმპერიულ ამბიციებს და არა რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

კალასის თქმით, მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ხალხის თავისუფალი არჩევანი იყო და არა გარე ძალების მიერ ესტონეთისთვის ძალად თავს მოხვეული რამ.

"აქ, ზოგიერთი აცხადებს, რომ ნატოს გაფართოება, როგორც პროცესი, როგორმე ქვეყნების ნებასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა მე ამას უარვყოფ. რუსეთი იქცევა როგორც ბოლო კოლონიური ძალა, რომელიც ფაქტობრივად ცდილობს კოლონიზაციას და თავისი იმპერიის გაფართოებას“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც კალასმა აღნიშნა, ისინი, ვინც ნატოს ადანაშაულებენ გაფართოებასა და ესკალაციაში, რუსეთის მიერ წახალისებულ იმპერიალისტურ ენასა და იდეოლოგიას იღებენ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა