საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავტობანზე მოძრავი ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მისაბმელი ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.