გიორგი კაპანაძე - კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს

რამზან კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს და პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან , - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ბათუმში კადიროველები იმყოფებიან".

მისი თქმით, კადიროველთა ავტოკოლონის შესაძლო გადაადგილება საქართველოს ქალაქებში ქართული უსაფრთხოების სამსახურების უმოქმედობასა და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს.

„რამზან კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს და პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან.

კადიროვის გარემოცვა ეჭვმიტანილია საქართველოს ტერიტორიაზე მედია-მენეჯერების მკვლელობის მცდელობაში. მისი დაჯგუფება გამოირჩევა სისასტიკითა და პუტინის რეჟიმის ბრძანების უპირობო შესრულებით, რაც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისათვის.

შესაბამისად, კადიროველთა ავტოკოლონის გადაადგილება საქართველოს ქალაქებში, მაშინ, როდესაც სუს-ის ბიუჯეტი 180 მილიონია, ხოლო შსს-ს ბიუჯეტი მილიარდზე მეტი, ნათლად მიუთითებს ქართული უსაფრთხოების სამსახურების უმოქმედობასა და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც პუტინის კრიტიკოსი მტერია, ხოლო კადიროველი, ტურისტი და მოყვარე“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, სოციალური ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რუსულნომრიანი ესკორტის გადაადგილება. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ესკორტი რამზან კადიროვის გარემოცვის წევრს, ჩეჩენ ბიზნესმენ ასლანბეგ ახმედხანოვს ეკუთვნის.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს