დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საფრანგეთისა და გერმანიის მიერ კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების ნებისმიერი მიწოდება დაძაბულობის შემდგომ რაუნდს გამოიწვევს

კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ ოფიციალური კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების ნებისმიერი მიწოდება უკრაინის კონფლიქტში დაძაბულობის შემდგომ რაუნდს გამოიწვევს.

როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინამ გერმანიას Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელსაც 500 კმ-ის მოქმედება აქვს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას რაკეტებს მიაწვდის.

მედიის ცნობით, გასულ თვეში დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც უკრაინას შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტები მიაწოდა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა