ოლექსი რეზნიკოვი - ბახმუტს საყრდენად ვიყენებთ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების შესამცირებლად, ჩვენ ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ბახმუტის აღების შესახებ რუსეთის განცხადება უარყო.

მისი თქმით, უკრაინული მხარე ჯერ კიდევ აკონტროლებს ამ ტერიტორიას.

„ჩვენ ბახმუტს საყრდენად ვიყენებთ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების შესამცირებლად. ჩვენ ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას. მაგრამ ბახმუტი აღარ არის ქალაქი. რუსებმა ყველაფერი გაანადგურეს. არც საცხოვრებელი კორპუსები, არც საბავშვო ბაღები, არც საავადმყოფოები. არაფერი. ეს ცარიელი ადგილია“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

როგორც უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბახმუტისთვის ბრძოლაში რუსეთის მიერ შეიარაღებული ძალების ნაცვლად დაქირავებული სამხედროების გამოყენებამ არაკომპეტენტურობა და კრემლში უთანხმოება აჩვენა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა საქართველოში ყოფნისას