ჯეიკ სალივანი - უკრაინა კონტრშეტევის საშუალებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას დაიბრუნებს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პროგნოზით, უკრაინა მოსალოდნელი კონტრშეტევის საშუალებით „სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას“ დაიბრუნებს.

”ზუსტად რამდენად, რა ტერიტორიაზე მოხდება ეს დამოკიდებულია ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც უკრაინელები კონტრშეტევას დაიწყებენ. მაგრამ გვჯერა, რომ უკრაინელები ამ კონტრშეტევაში წარმატებას მიაღწევენ“, - აღნიშნა სალივანმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რაიმე სახის მოლაპარაკებებს მოელის, სალივანმა უპასუხა, რომ ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებზე ძირითადი გავლენა ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებს ექნება.

”მაგრამ რასაც ვიტყვი არის ეს: თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ომი საბოლოოდ დიპლომატიის გზით დასრულდება”, - აღნიშნა სალივანმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად