ვატიკანის დესპანი, რომელსაც რომის პაპმა „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა, კიევს ეწვევა

ვატიკანის დესპანი, რომელსაც რომის პაპმა „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა, კიევს ეწვევა

ვატიკანის დესპანი კარდინალი მატეო ზუპი სამშვიდობო მისიით ეწვევა კიევს, - ინფორმაციას Vatican News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მატეო ზუპი, რომელსაც რომის პაპმა ფრანცისკემ ომის დასრულების მიზნით „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა, 5-6 ივნისს კიევს ეწვევა.

„ეს არის ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია საფუძვლიანად მოუსმინოს უკრაინის ხელისუფლებას სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შესაძლო გზებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭიროს ჰუმანურ ჟესტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის განმუხტვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.