„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ - ბელგოროდში ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანა გავანადგურეთ - გადავდივართ რეჟიმის სრულ განადგურებაზე, რუსეთი იქნება თავისუფალი

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ - ბელგოროდში ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანა გავანადგურეთ - გადავდივართ რეჟიმის სრულ განადგურებაზე, რუსეთი იქნება თავისუფალი

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ ინფორმაციით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის შებეკინოს რაიონში ღამით მოწინააღმდეგის ორი ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.

მათი მტკიცებით, დრონების დახმარებით შებეკინოში განადგურდა 2 ტანკი, ერთი BMP-3 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა და BRDM ტიპის ჯავშანმანქანა.

„ჩვენ გადავდივართ რეჟიმის სრულ განადგურებაზე. რუსეთი იქნება თავისუფალი", - აცხადებენ “რუსეთის თავისუფლების ლეგიონში“.