ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიმს კლევერლის შეხვდა.

ზელენსკის თქმით, მან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელთან სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ვილნიუსის ნატოს სამიტთან დაკავშირებით უკრაინის მოლოდინები, განიხილა.

“ჩვენ დიდად მადლიერი ვართ თქვენი დიდი მხარდაჭერის გამო, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა გაუწია და უწევს უკრაინას“, - განუცხადა ზელენსკიმ კლევერლის.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა კლევერლის მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების გამო, რის მიხედვითაც გაერთიანებული სამეფო საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებისთვის, უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას დაიწყებს.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი უკრაინის დედაქალაქს ბოლოს ზამთარში ეწვია.