დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კულებას თქმით, კონტრშეტევა უკრაინას გამარჯვებას მოუტანს, რომელიც მას ნატოში გასაწევრიანებლად სჭირდება.

ამასთან, როგორც მედია აღნიშნავს, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს არ უთქვამს დაიწყო თუ არა მისმა ქვეყანამ კონტრშეტევა.

კულებას განცხადებითვე, უკრაინის ნატოში გაწევრიანება „ალბათ“ მხოლოდ აქტიური კონფლიქტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება